facebook icon youtube icon

გაცვლითი პროგრამები

საერთაშორისო მწერალთა პროგრამა (IWP) წერის უფასო ონლაინ კურსი

წერის უფასო ონლაინ კურსი: „ცრუ ამბები!: ფაქტები, ინფორმაცია, დეზინფორმაცია." კურსზე ინფორმაციისა და დეზინფორმაციის ამოცნობას შემოქმედებითი კუთხით შესწავლა.

მედია გაცვლითი სასწავლო პროგრამა ქართველი ჟურნალისტებისთვის

პროგრამის მიზანია დაეხმაროს ქართველ მედია მენეჯერებს პროფესიული ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებაში. ისინი ამერიკის მედია ორგანიზაციებში სასწავლო ტურების და სტაჟირების გავლით უკეთ გაეცნობიან თავისუფალი მედიის უფლებებს და პასუხისმგებლობებს.

ციფრული კომუნიკაციის პროგრამა

პროგრამა მხარს უჭერს კომუნიკაციის პროფესიონალთა ერთობლივ ქსელს ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, რომლებიც ერთად მუშაობენ კომუნიკაციის უნარების გასაძლიერებლად ციფრული მასალის შემუშავებისა და გავრცელების გზით.

ინგლისური ენის შესწავლის Education USA აკადემია – თვითდაფინანსებით

თვითდაფინანსებული საზაფხულო სასწავლო პროგრამა15 – დან 17 წლამდე სტუდენტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. პროგრამა ითვალისწინებს სამ – ოთხ კვირიან ინგლისურენოვან კურსებს, მრავალფეროვან კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში ტურებს და კულტურათშორისი აქტივობებს.

ლეინ კირკლანდის სასტიპენდიო პროგრამა

პროგრამა ითვალისწინებს ორი სემესტრის განმავლობაში სწავლას ხუთი პოლონური აკადემიური ცენტრიდან ერთ-ერთში (ვარშავა, კრაკოვი, ვროცლავი, პოზნანი, ლუბლინი) და მინიმუმ ორკვირიან პროფესიულ სტაჟირებას საჯარო, კერძო და არსამთავრობო ორგანიზაციებში.

ღია სამყაროს პროფესიული პროგრამა

პროგრამის მიზანია, განავითაროს ღია, მეგობრული ურთიერთობები აშშ-სა და პროგრამაში მონაწილე სხვა ქვეყნებს შორის. „ღია სამყაროს“ აქვს ათდღიანი სტაჟირებები სხვადასხვა თემატიკაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში.

პროფესიული პრაქტიკის პროგრამა

პროფესიული პრაქტიკის პროგრამა (PFP) დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები: აზერბაიჯანში, თურქეთში, მოლდოვაში, უკრაინაში, საქართველოსა და სომხეთში.

საერთაშორისო მოწვეულ ლიდერთა პროგრამა

შეერთებულ შტატებში მოკლევადიანი ვიზიტის საშუალებით, სხვადასხვა სფეროში მოქმედი უცხოელი ლიდერები ამ ქვეყანას უშუალოდ შეისწავლიან და დაამყარებენ ხანგრძლივ ურთიერთობებს ამერიკელ კოლეგებთან.