პროგრამის მიზანია დაეხმაროს ქართველ მედია მენეჯერებს პროფესიული ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებაში. ისინი ამერიკის მედია ორგანიზაციებში სასწავლო ტურების და სტაჟირების გავლით უკეთ გაეცნობიან თავისუფალი მედიის უფლებებს და პასუხისმგებლობებს.
პროგრამა მხარს უჭერს კომუნიკაციის პროფესიონალთა ერთობლივ ქსელს ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, რომლებიც ერთად მუშაობენ კომუნიკაციის უნარების გასაძლიერებლად ციფრული მასალის შემუშავებისა და გავრცელების გზით.
თვითდაფინანსებული საზაფხულო სასწავლო პროგრამა15 – დან 17 წლამდე სტუდენტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. პროგრამა ითვალისწინებს სამ – ოთხ კვირიან ინგლისურენოვან კურსებს, მრავალფეროვან კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში ტურებს და კულტურათშორისი აქტივობებს.
პროგრამა ითვალისწინებს ორი სემესტრის განმავლობაში სწავლას ხუთი პოლონური აკადემიური ცენტრიდან ერთ-ერთში (ვარშავა, კრაკოვი, ვროცლავი, პოზნანი, ლუბლინი) და მინიმუმ ორკვირიან პროფესიულ სტაჟირებას საჯარო, კერძო და არსამთავრობო ორგანიზაციებში.
პროგრამის მიზანია, განავითაროს ღია, მეგობრული ურთიერთობები აშშ-სა და პროგრამაში მონაწილე სხვა ქვეყნებს შორის. „ღია სამყაროს“ აქვს ათდღიანი სტაჟირებები სხვადასხვა თემატიკაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში.
პროფესიული პრაქტიკის პროგრამა (PFP) დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები: აზერბაიჯანში, თურქეთში, მოლდოვაში, უკრაინაში, საქართველოსა და სომხეთში.
შეერთებულ შტატებში მოკლევადიანი ვიზიტის საშუალებით, სხვადასხვა სფეროში მოქმედი უცხოელი ლიდერები ამ ქვეყანას უშუალოდ შეისწავლიან და დაამყარებენ ხანგრძლივ ურთიერთობებს ამერიკელ კოლეგებთან.