საერთაშორისო წლიური ფორუმი აიოვას უნივერსიტეტში, რომელიც აერთიანებს ლიტერატურის დარგში განვითარებად მოღვაწეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 12 კვირიანი რეზიდენტურის პროგრამისთვის.
ფულბრაიტის პროგრამას მკვლევართათვის, ლექტორთათვისა და სასწავლო დაწესებულებათა ექსპერტთათვის.
პროგრამა 3-დან 6 თვემდე გრძელდება და მონაწილეებს აშშ-ში კვლევისა ან/და ლექციების ჩატარების საშუალებას აძლევს.
სტიპენდია წარმოადგენს ა.შ.შ-ის მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სტიპენდიას. ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამის კანდიდატთა შერჩევას აწარმოებს საქართველოში ა.შ.შ.-ის საელჩო და სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი.
ახალგაზრდების მეწარმეობის პროგამა აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის. 10 საშუალო სკოლის მოსწავლე და ერთი მენტორი საქართველოდან მონაწილეობას მიიღებს 10 აზერბაიჯანელ სტდენტთან ერთად აშშ-ში მეწარმეობის შესახებ გამართულ ტრენინგებსა და სემინარებში.
ბენჯამინ ფრანკლინის სახელობის ტრანსატლანტიკურ სტიპენდიანტების საზაფხულო ინსტიტუტი საშუალებას აძლევს 16-დან 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს გაემგზავრონ ა.შ.შ.–ში ოთხკვირიან გაცვლით პროგრამით.