facebook icon youtube icon

გაცვლითი პროგრამები

შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის პროგრამა ლექტორთათვის

პროგრამა ითვალისწინებს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტების ინსტრუქტორების შეერთებულ შტატებში 5-თვის განმავლობაში ყოფნას, ცოდნის მიღებას და გაღრმავებას, რათა შეძლონ ასწავლონ სოფლის მეურნეობის ეკონომიკა, მარკეტინგი და აგრობიზნეს მენეჯმენტი საბაზრო ეკონომიკაში.

შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ბორლაუგის პროგრამა

ბორლაუგის სასტიპენდიო პროგრამის მიზანია კვების უსაფრთხოებისა და ეკონომიკის ზრდა და მეცნიერთა ცოდნის ამაღლება. პროგრამა ხელს შეუწყობს ქართველ მეცნიერებსა და მკვლევრებს, ჩაატარონ კვლევები, დაესწრონ ტრენინგებს სოფლის მეურნეობის საკითხებთან დაკავშირებით და შეიძინონ გამოცდილება და ცოდნა.

კოჰრანის პროგრამა სოფლის მეურნეობის სფეროს პროფესიონალთათვის

პროგრამა ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებული მოქალაქეების მოკლევადიან (2-3 კვირა) ტრეინინგს აშშ-ში. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სოფლის მეურნეობის დარგის მაღალი და საშუალო რანგის მუშაკებს, ფერმერებს ,მენეჯერებსა და ადმინისტრატორებს.

შეერთებული შტატების ინსტიტუტების შესწავლის პროგრამა საშუალო განათლების სფეროს პროფესიონალთათვის

ბაკალავრის შემდგომ დონის აკადემიური პროგრამა ინტეგრირებული სასწავლო ტურებით, რომელთა მიზანია პედაგოგებისა და ადმინისტრატორებისათვის შესაძლებლობის გაღრმავება აშშ-ს საზოგადოების, კულტურის, ღირებულებებისა და ინსტიტუტების შესახებ.

შეერთებული შტატების ინსტიტუტების შესწავლის საზაფხულო პროგრამა სტუდენტთათვის

შეერთებული შტატების ინსტიტუტების შესწავლის საზაფხულო პროგრამა სტუდენტთათვის წარმოადგენს ინტენსიურ მოკლევადიან აკადემიურ პროგრამას, რომლის მიზანია ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის აშშ-ს შესახებ გაღრმავებული ცოდნის გაზიარება და მათი ლიდერული უნარების გაძლიერება.

შეერთებული შტატების ინსტიტუტების შესწავლის პროგრამა მკვლევართათვის

პროგრამა აერთიანებს ინტეგრირებულ სასწავლო ტურებს, რომელთა მიზანია უცხოური უნივერსიტეტის ფაკულტეტისა და სხვა მეცნიერებისათვის აშშ-ს საზოგადოების, კულტურის, ღირებულებებისა და ინსტიტუტების შესახებ ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობა.

ჰიუბერტ ჰამფრის სახელობის პროფესიული გაცვლითი პროგრამა

სტიპენდიის მიღების მსურველ სავარაუდო კანდიდატებს უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შემდეგ უნდა ჰქონდეთ მინიმუმ 5 წლიანი სრულგანაკვეთიანი პროფესიული საქმიანობის გამოცდილება.

UGRAD-ის გაცვლითი პროგრამა ბაკალავრიატის სტუდენტთათვის

პროგრამა უზრუნველყოფს ერთი სემესტრის სტიპენდიას აშშ-ს კოლეჯებსა ან/და უნივერსიტეტებში სასწავლებლად. პროგრამა მოიცავს სასწავლო კურსებს, პროფესიული განვითარების სემინარებსა და კულტურული გამდიდრების ღონისძიებებს.

მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX)

მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა “FLEX” შესაძლებლობას აძლევს ქართველ უფროსკლასელებს ისწავლონ ამერიკულ სკოლებში და იცხოვრონ ამერიკულ ოჯახებში. პროგრამას აფინანსებს ამერიკის მთავრობა და ადმინისტრირებას უწევს საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები.