ვებინარი - თანასწორობის უფლება და უფლებადამცველთა პერსპექტივები
ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციის ორგანიზებით, გასულ კვირას, გაიმართა ვებინარი – თანასწორობის უფლება და უფლებადამცველთა პერსპექტივები.
ვებინარის პირველ ნაწილის სპიკერები იყვნენე გიორგი ოგანესიანი, შალალა ამირჯანოვა და აითაჯ ხალილი – სამი აქტივისტი და უფლებადამცველი, რომლებმაც ისაუბრეს საქართველოში ეთნიკური უმცირესობების ბრძოლაზე, თანასწორი და არაძალადობრივი გარემოს შესაქმნელად.
ვებინარის მეორე ნაწილის მიზანი გახლდათ ქალი უფლებადამცველების საქმიანობის წარმოჩენა, მათი მიღწევებისა და გამოწვევების განხილვა. ამ ნაწილში, ვებინარის აუდიტორიამ სამ ახალგაზრდა ქალ უფლებადამცველს – თოზუ გულმამედლს, ნინო ბაისონაშვილსა და რუსა სახეჩიძეს მოუსმინა.
ვებინარის მოდერატორები გახლდათ ამერიკის მთავრობის გაცვლით პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციის საბჭოს წევრები, მირანდა ტყაბლაძე და თამარ დეკანოსიძე.