ვორქშოფი - ახალგაზრდული ჩართულობა
პროექტ „დემოკრატიის საყრდენის“ ფარგლებში მოწვეული ექსპერტები მელისა ბიარდი და ბრაიან ბრენდტი მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX-ის), ღია სამყაროსა (Open World-ის) და პროფესიული პრაქტიკის (PFP) პროგრამების კურსდამთავრებულებისთვის ახალგაზრდულ ჩართულობასთან დაკავშირებულ ვორქშოფს გაუძღვნენ.
ინტერაქციული ვორქშოფის ფარგლებში, მონაწილეებმა გააანალიზეს ჰარტის კიბე და იმსჯელეს ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდის სხვადასხვა სტრატეგიაზე.
ჯგუფური აქტივობები კურსდამთავრებულებს გამოცდილებისა და ცოდნის ერთმანეთისთვის გაზიარებაში დაეხმარა.
პროექტის გუნდი მადლობას უხდის მელისა ბიარდსა და ბრაიან ბრენდტს თანამშრომლობისთვის, ხოლო საერთაშორის განათლების ამერიკულ საბჭოებს მასპინძლობისთვის.
პროგრამა დაფინანსებულია თბილისში აშშ-ის საელჩოს მიერ. დაფიქსირებული მოსაზრებები ეკუთვნით პროგრამის ორგანიზატორებს და არა აშშ-ის საელჩოს.