ვებინარი - დეზინფორმაცია კრიზისების დროს
ვებინარი, დეზინფორმაცია კრიზისების დროს, ტარდება EPAG-ის მიერ ინიცირებული ვებინარების სერიის ფარგლებში, რომელიც უკრაინის ომს უკავშირდება.ვებინარის სპიკერები იქნებიან პროფესორი რობერტო გელადო მარკოსი და პროფესორი მარიამ გერსამია.
რობერტო გელადო მარკოსი გააკეთებს ზოგად შესავალს დეზინფომაციის შესახებ. მოკლედ მიმოიხილავს მის განვითარებას წარსულიდან დღევანდელობამდე და ამ მიმართულებით, გამოკვეთს მთავარ აქტორებსა და მოწყვლად ჯგუფებს.
მარიამ გერსამია ისაუბრებს დეზინფორმაციის სტრუქტურაზე და იმაზე, თუ როგორ იქმნება მედიის გავლით ფსევდო-რეალობა, რატომ გვამახსოვრდება ერთი კონკრეტული ინფორმაცია და გამოსახულებები სხვაზე უფრო მეტად; ასევე, როგორ მოქმედებს დეზინფორმაცია ადამიანის ტვინზე, ემოციებსა და ჯანმრთელობაზე. და ბოლოს, როგორ გავზარდოთ ჩვენი სტრესმედეგობა საინფორმაციო ომში, განსაკუთრებით, კრიზისული და საომარი კომუნიკაციებისას.
რობერტო გელადო მარკოსი, გახლავთ სან პაბლოს უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის მოადგილე ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით. რობერტო გელადოს აქვს დოქტორის ხარისხი კომუნიკაციებსა და სტრატეგიის მენეჯმენტში, მაგისტრის ხარისხი გლობალურ მედიასა და ჟურნალისტიკაში და თარგმნაში. 2019 წელს იყო Facebook-ის მიერ დაფინანსებული პროექტის მთავარი გამომძიებელი მოსახლეობის დაუცველ სექტორებზე დეზინფორმაციის გავლენის შესწავლაზე, ხოლო 2021 წლიდან არის USPCEU კვანძის PI IBERIFIER-ში, რვა ჰაბიდან ერთ-ერთი, რომელიც დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ 2020 წლის CEF Telecom Call (EDMO) მეშვეობით. მან დაასრულა კვლევა და სწავლა კემბრიჯის უნივერსიტეტში, ვესტმინსტერის უნივერსიტეტში, კოლუმბიის უნივერსიტეტში, Freie Universität-სა და ჰანკუკის საგარეო კვლევების უნივერსიტეტში სეულში.
მარიამ გერსამია არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, მედიაფსიქოლოგი და ამჟამად, თსუ-ში უძღვება ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამას „მედიაფსიქოლოგია და კომუნიკაციები“. ასევე, არის მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრის (MCERC) თავმჯდომარე. მარიამს აქვს ლექტორობის 21-წლიანი გამოცდილება და არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის და საავტორო კურსის ავტორი. 2021 წლიდან აქვეყნებს აკადემიურ ბლოგებს მედიაფსიქოლოგიაზე “Forbes Georgia”-ს პლატფორმაზე.
რობერტო გელადო მოხსენებას ინგლისურად გააკეთებს, ხოლო მარიამ გერსამია-ქართულად.