სტუდენტთა მენტორობის პროგრამის გახსნის ონლაინ ღონისძიება
15 ოქტომბერს ჩატარდა სტუდენტთა მენტორობის პროგრამის გახსნის ონლაინ ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ პროგრამაში მონაწილე სტუდენტები, მენტორები, ჩვენი ასოციაციის საბჭოს წევრები, საქართველოს უნივერისტეტის, როგორც პროგრამის პარტნიორი უნივერსიტეტისა და ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები.
პროგრამის პირველი ნაკადის მენტორთა და სტუდენტთა წყვილებისთვის, მენტორობის პერიოდი უკვე დაიწყო და გაგრძელდება მიმდინარე სემესტრის დასრულებამდე.
წარმატებებს ვუსურვებთ პროგრამაში ჩართულ მენტორებსა და სტუდენტებს!