შეხვედრა საქართველოს უნივერსიტეტთან
მიმდინარე წლის, 16 თებერვალს, ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციის თავმჯდომარე, მარიამ თურმანიძე, შეხვდა საქართველოს უნივერსიტეტის რექტორ, კონსტანტინე თოფურიასა და ამავე უნივერსიტეტის, სამართლის სკოლის დეკან, ანა ხურციძეს. შეხვედრის მთავარ მიზანს, ასოციაციის, უნივერსიტეტის წარმომადგენლებისთვის გაცნობა და საერთო სამომავლო აქტივობებზე მსჯელობა წარმოადგენდა.
ასოციაციის 2021 წლის პრიორიტეტების შესაბამისად, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის გაღრმავება, ეპაგის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშნელოვანი მიმართლებაა. აღნიშნული პრიორიტეტების ფარგლებში, იგეგმება შეხვედრები სხვა უმაღლეს სასწავლებლებთანაც.