შეხვედრა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან
ასოციაციის თავმჯდომარემ, მარიამ თურმანიძემ და ასოციაციის საბჭოს წევრმა, ქეთევან ვაშაკიძემ, ონლაინ შეხვედრა გამართეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორ, ალექსანდრე თევზაძესთან, კანცლერ, მაგდა მაღრაძესა და მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების სკოლის ადმინისტრაციულ კოორდინატორთან, ნათია გაფრინდაშვილთან. შეხვედრა ჩატარდა ეპაგის 2021 წლის სტრატეგიული პრიორიტეტების ფარგლებში, რომლის თანახმადაც, ასოციაციის მიზანია უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გააქტიურება.