შეხვედრა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტთან
გასულ კვირას, გაიმართა ონლაინ გაცნობითი შეხვედრა ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს შორის. შეხვედრას ასოციაციის მხრიდან ესწრებოდა, თავმჯდომარე, მარიამ თურმანიძე, ხოლო უნივერსიტეტი წარმოადგინა რექტორმა, მამუკა თავხელიძემ და რექტორის მრჩეველმა, ანა აბესაძემ.
შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა უნივერსიტეტსა და ასოციაციას შორის თანამშრომლობის შესაძლო სფეროების განსაზღვრა. განხილულ საკითხებს შორის გახლდათ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, ეპაგის სტუდენტთა მენტორობის პროგრამაში ჩართვა და უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, გაცვლითი პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრის ორგანიზება. გარდა ამისა, მხარეები გააგრძელებენ მუშაობას ურთიერთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გასაფორმებლად.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა ამერკის საელჩოს გაცვლითი პროგრამების კოორდინატორი, თეა კუჭუხიძე, რომელმაც საელჩოს მიმდინარე პროგრამებისა და შესაძლებლობების შესახებ ისაუბრა. მან ასევე გამოხატა მზაობა, გაცვლითი პროგრამების შესახებ დაგეგმილ საინფორმაციო შეხვედრაში ჩართვის.