საავტორო უფლებების დაცვა სოციალურ ქსელებში
27 აპრილს “აშშ-ს მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციის“ ორგანიზებით ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე “საავტორო უფლებების დაცვა სოციალურ ქსელებში.“
ლექცია ჩატარდა ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ტრენინგების პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ.
ლექცია შეეხება სოციალურ ქსელში ატვირთული ნაწარმოების საავტორო უფლებით დაცვას, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ტექსტის ნაწარმოებად მიჩნევის შესაძლებლობას, სოციალურ ქსელში საავტორო უფლების დამრღვევის წინააღმდეგ სარჩელის შეტანის შესაძლებლობას და სხვა საკითხებს.
ლექცია ჩაატარა ასოციაციის წევრმა, ლევან ნანობაშვილმა. იგი არის ადვოკატი, იურიდიულ კომპანიის „NB Legal”-ის მმართველი პარტნიორი. იგი ასწავლის ინტერნეტის სამართალს საქართველოს უნივერსიტეტში და ინტელექტუალური საკუთრების სამართალს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში.