პროექტი „დემოკრატიის საყრდენის“ - შეხვედრა V
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ბრალდებისა და დაცვის მხარეების პერსპექტივიდან გასაანალიზებლად პროექტ „დემოკრატიის საყრდენის“ მონაწილეები პროკურორ ირაკლი ქარდავასა და ადვოკატ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ინსტიტუტის სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ლევან მახარაშვილის ტრენინგს დაესწრნენ.
12 ივლისს ტრენერებმა სტუდენტებს მრავალწლიანი გამოცდილება და პრაქტიკული რჩევები გაუზიარეს. მიღებული ცოდნა სტუდენტებს მენტორებთან ჯგუფური მუშაობისას იმიტირებული სასამართლო პროცესისთვის მომზადებაში დაეხმარა.