პროექტი „დემოკრატიის საყრდენი“ - შეხვედრა I
EPAG-ის პროექტი „დემოკრატიის საყრდენი“ პროდუქტიული ტრენინგებით დაიწყო!
გაცნობითი შეხვედრის შემდეგ, სტუდენტებს ხელისუფლების დანაწილების პრინციპისა და მოსამართლის დამოუკიდებლობის შესახებ ლექციები წაუკითხეს სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელმა გურო იმნაძემ და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნინო ბაქაქურმა.
პროექტი მიზნად ისახავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ სტუდენტთა ცნობიერების ამაღლებას, რაც მათ პიროვნულ და კარიერულ განვითარებაში დაეხმარებათ.
პროექტის გუნდი მადლობას უხდის თსუ-ს საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტს თანამშრომლობისთვის.
პროგრამა დაფინანსებულია თბილისში აშშ-ის საელჩოს მიერ. დაფიქსირებული მოსაზრებები ეკუთვნით პროგრამის ორგანიზატორებს და არა აშშ-ის საელჩოს.