შეხვედრა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან
ორგანიზაციის თავმჯდომარემ და ასოციაციის საბჭოს წევრმა, ქეთევან ვაშაკიძემ ონლაინ შეხვედრა გამართეს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ, ირმა შიოშვილთან და სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროს, თამარ ასლანიშვილთან.
მხარეებმა ერთმანეთს გააცნეს, ერთი მხრივ, უნივერსიტეტის, ხოლო, მეორე მხრივ, ეპაგის პრიორიტეტები და განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები.
ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაცია განსაკუთრებულად აფასებს რეგიონში მდებარე უნივერსიტეტებთან პარტნიორობას.