მენტორობის პროგრამის III ნაკადის დასრულების ცერემონია
16 მარტს, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართა იპაგის მენტორობის პროგრამის მე-3 ნაკადის დასრულების ცერემონია.
ღონისძიებაზე შევაჯამეთ მენტორობის პროგრამის კონკრეტული ნაკადის შედეგები, განვიხილეთ მონაწილე სტუდენტებისა და მენტორებისგან მიღებული უკუკავშირები და ვისაუბრეთ მიღებულ, მნიშვნელოვან გამოცდილებაზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ, როგორც პროგრამის მონაწილე სტუდენტები და მენტორები, ასევე პროგრამის პარტნიორი უნივერსიტეტების, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
იპაგის მენტორობის პროგრამის მე-3 ნაკადში ჩართული იყო 33, იპაგის წევრი, მოხალისე მენტორი და 44 სტუდენტი.
ასოციაციის სახელით, მადლობას ვუხდით ჩვენ წევრებს, რომლებიც პროგრამაში მენტორებად ჩაერთვნენ.