მენტორობის პროგრამა- მეორე ნაკადის გამოცხადება
სტუდენტთა მენტორობის პროგრამის მე-2 ნაკადზე აპლიკაციების მიღებას გახსნილად ვაცხადებთ!
- სტუდენტთა მენტორობის პროგრამა, ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციის პროექტია, რომლის მე-2 ნაკადი ხორციელდება საქართველოს უნივერსიტეტთან, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტთან, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.
- თუ ხარ ჩამოთვლილი უნივერსიტეტების, სხვადასხვა სასწავლო მიმართულების, ბაკალავრიატის მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი, მხოლოდ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შემთხვევაში, მე-2 კურსის სტუდენტი, შენი საერთო GPA შეადგენს 2.5 ან მეტს, ხარ მოტივირებული და მოუთმენლად ელოდები ყოველ ახალ შესაძლებლობას, მაშინ ეს პროგრამა შენთვისაა.
- პროგრამაში მონაწილე ყველა სტუდენტს ეყოლება ინდივიდუალური მენტორი, რომელიც შეირჩევა სტუდენტის და მენტორის პროფესიული ინტერესების გათვალისწინებით. შეძლებისდაგვარად, გათვალისწინებული იქნება სტუდენტის არჩევანიც. მენტორები ერთი სემესტრის განმავლობაში გაუზიარებენ სტუდენტებს თავიანთ სფეროში დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას. პროგრამის მე-2 ნაკადი დაიწყება თებერვლის ბოლოს.
პროგრამაში მონაწილე სტუდენტები შეძლებენ:
- გაიზიარონ პრაქტიკული გამოცდილება იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს მუშაობა კონკრეტული პროფესიით, რა გამოწვევების წინაშე შეიძლება დადგნენ ისინი და როგორია ყოველდღიური საქმიანობა არჩეულ პროფესიაში
- მიიღონ რჩევები იმის შესახებ, თუ როგორ გაზარდონ პროფესიით დასაქმების შანსები
- გაიგონ თუ რა უნარების განვითარებაა საჭირო მათი კარიერული წინსვლისთვის
- მიიღონ ინფორმაცია სასარგბელო კლასგარეშე ლიტერატურის შესახებ
- გამოიმუშაონ და გაიუმჯობესონ პიროვნული უნარ-ჩვევები
- ჩამოაყალიბონ და გააფართოვონ პროფესიული კონტაქტების წრე
- სწორად მოამზადონ/ შეადგინონ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი გასაუბრებისთვის
- ჰყავდეთ მათ განვითარებაზე მზრუნველი მენტორი და გულშემატკივარი
გთხოვთ, იხილოთ სააპლიკაციო ფორმა- https://forms.gle/yvLAgA2MDPAEb2nJA
აპლიკაციების მიღება გაგრძელდება 22 თებერვლის ჩათვლით.