მენტორობის პროგრამა - აპლიკაციების მიღება სტუდენტასთვის გახსნილია
სტუდენტების მენტორობის პროგრამაზე აპლიკაციების მიღებას გახსნილად ვაცხადებთ!
სტუდენტთა მენტორობის პროგრამა, ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციის პროექტია, რომელიც საწყის ეტაპზე, საქართველოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება.
თუ ხარ საქართველოს უნივერსიტეტის, სხვადასხვა სასწავლო მიმართულების, ბაკალავრიატის მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი, შენი GPA შეადგენს 2.5 ან მეტს, ხარ მოტივირებული და მოუთმენლად ელოდები ყოველ ახალ შესაძლებლობას, მაშინ ეს პროგრამა შენთვისაა.
პროგრამაში მონაწილე ყველა სტუდენტს ეყოლება ინდივიდუალური მენტორი, რომელიც შეირჩევა სტუდენტის და მენტორის პროფესიული ინტერესების გათვალისწინებით. მენტორები იქნებიან მრავალწლიანი გამოცდილების მქონე წარმატებული სპეციალისტები, რომლებიც ერთი სემესტრის განმავლობაში გაუზიარებენ სტუდენტებს თავიანთ სფეროში დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას.პროგრამა აკადემიური წლის დაწყებასთან ერთად, ოქტომბერში დაიწყება. პროგრამის პირველი ნაკადისთვის, შეირჩევა მხოლოდ 30 სტუდენტი.
პროგრამაში მონაწილე სტუდენტები შეძლებენ:
- გაიზიარონ პრაქტიკული გამოცდილება იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს მუშაობა კონკრეტული პროფესიით, რა გამოწვევების წინაშე შეიძლება დადგნენ ისინი და როგორია ყოველდღიური საქმიანობა არჩეულ პროფესიაში
- მიიღონ რჩევები იმის შესახებ, თუ როგორ გაზარდონ პროფესიით დასაქმების შანსები
- გაიგონ თუ რა უნარების განვითარებაა საჭირო მათი კარიერული წინსვლისთვის
- მიიღონ ინფორმაცია სასარგბელო კლასგარეშე ლიტერატურის შესახებ
- გამოიმუშაონ და გაიუმჯობესონ პიროვნული უნარ-ჩვევები
- ჩამოაყალიბონ და გააფართოვონ პროფესიული კონტაქტების წრე
- სწორად მოამზადონ/ შეადგინონ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი გასაუბრებისთვის
- ჰყავდეთ მათ განვითარებაზე მზრუნველი მენტორი და გულშემატკივარი
გთხოვთ, იხილოთ სააპლიკაციო ფორმა- rb.gy/chazm5
აპლიკაციების მიღება გაგრძელდება 24 სექტემბრის ჩათვლით.