ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ტრენინგი
აშშ-ის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაცია 2022 წლის 24 ივნისს და 29 ივნისს ჩაატარა ორი ტრენინგი ინტელექტუალური საკუთრების სამართლის საკითხებზე.ტრენინგი დაფინანსებული იყო საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ.
ტრენინგს უძღვებოდნენ:მერაბ კუცია – ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის უფროსი;ირმა ქავთარაძე – პატენტრწმუნებული, სამართლის მაგისტრი, ჯონ მარშალის სამართლის სკოლა (აშშ);სოფიო ფანჯიკიძე – პატენტრწმუნებული, ადვოკატი, სამართლის მაგისტრი, ჰარვარდის სამართლის სკოლა (აშშ);ირაკლი გვილია – პატენტრწმუნებული, ადვოკატი, სამართლის მაგისტრი, ნიუ ჰემპშირის სამართლის სკოლა (აშშ); დალევან ნანობაშვილი – პატენტრწმუნებული, სამართლის მაგისტრი, მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტი (აშშ) და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (უნგრეთი).
ტრენინგს დაესწრო 70 მონაწილე: იურისტები, სტუდენტები და ინტელექტუალური საკუთრების სამართლის საკითხებით დაინტერესებული პირები.
ასოციაცია მომავალშიც გააგრძელებს ინტელექტუალური საკუთრების სამართლის საკითხებზე ტრენინგების ჩატარებას.