Hidden Treasure - წეროვანი
პროექტ EPAG Hidden Treasure ფარგლებში, აშშ მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციამ, მცხეთა-მთიანეთის რეგიონულ ჰაბსა და ამერიკის საელჩოს ბუქმობილთან თანაშმრომლობით, გამართა შეხვედრა წეროვანში ადგილობრივ ახალგაზრდებთან.
შეხვედრის ფარგლებში, ასოციაციის წევრებმა აუდიტორიასთან განიხილეს სამოქალაქო აქტივიზმთან დაკავშირებული საკითხები, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქის ჩართულობის მექანიზმები, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია, დეზინფორმაცია, ამერიკის საელჩოს გაცვლითი პროგრამები საქართველოს მოქალაქეებისთვის და გრანტები.
შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები.
პროექტი EPAG Hidden Treasure დაფინანსებულია ამერიკის საელჩოს მიერ.