Hidden Treasure - წალკა
აშშ მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაცია, CENN-თან და ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის წალკის LAG-თან თანამშრომლობით, ამჯერად წალკას სტუმრობა.
პროექტის – Hidden Treasure ფარგლებში, მორიგი საგანმანათლებლო შეხვედრა წალკის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებთან, 2020 წლის 5 სექტემბერს, გაიმართა.
EPAG-ის წარმომადგენლებმა ახალგაზრდებთან ისაუბრეს ისეთ საინტერსო თემებზე, როგორიცაა: აშშ-ში სწავლის შესაძლებლობა სკოლის მოსწავლეებისთვის: FLEX – მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა, ადამიანის ციფრული ანაბეჭდი ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებში, ემოციური ინტელექტი, ე.წ. EQ, მისი არსი და როლი დასაქმების ადგილზე და სოციუმთან ურთიერთობისას, არჩევნების ინსტიტუტი და საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობა.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ კითხვები განხილულ საკითხებთან დაკავშრებით და ასევე ესაუბრათ მათთვის საინტერესო სხვა თემებზე.