გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და TEXAS AM შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ღონისძიება
ა.შ.შ. მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციის წარმომადგენლები, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და TEXAS A&M შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ღონისძიებას დაესწრნენ.
ასოციაციის თავმჯდომარემ, მარიამ თურმანიძემ ღონისძიებაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა. როგორც TEXAS A&M უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, შეხვედრაზე ასევე მიწვეულები იყვნენ, ასოციაციის წევრები მარიამ ჩიხლაძე და ირინა არაბიძე. მარიამ ჩიხლაძემ აუდიტორიასთან TEXAS A&M უნივერსიტეტში სწავლის საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი.