ღია სამყაროსა და პროფესიული პრაქტიკის პროგრამების შეხვედრა

საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების საქართველოს ოფისმა უმასპინძლა ღია სამყაროსა და პროფესიული პრაქტიკის პროგრამების 170 – მდე კურსდამთავრებულს.
შეხვედრას კონგრესის საერთაშორისო ლიდერობის ოფისის, ამერიკის საელჩოსა და ამერიკული საბჭოების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა აშშ მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციის თავმჯდომარე, რომელმაც დამსწრე აუდიტორიას ასოციაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.