facebook icon youtube icon

გაცვლითი პროგრამები

საერთაშორისო მწერალთა პროგრამა (IWP) საშემოდგომო სემესტრი

საერთაშორისო წლიური ფორუმი აიოვას უნივერსიტეტში, რომელიც აერთიანებს ლიტერატურის დარგში განვითარებად მოღვაწეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 12 კვირიანი რეზიდენტურის პროგრამისთვის.

ფულბრაიტის გაცვლითი პროგრამა მკვლევართათვის

ფულბრაიტის პროგრამას მკვლევართათვის, ლექტორთათვისა და სასწავლო დაწესებულებათა ექსპერტთათვის. პროგრამა 3-დან 6 თვემდე გრძელდება და მონაწილეებს აშშ-ში კვლევისა ან/და ლექციების ჩატარების საშუალებას აძლევს.

ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამა

სტიპენდია წარმოადგენს ა.შ.შ-ის მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სტიპენდიას. ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამის კანდიდატთა შერჩევას აწარმოებს საქართველოში ა.შ.შ.-ის საელჩო და სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი.

კავკასიის ახალგაზრდობის ლიდერობის პროგრამა (CYLP) ახალგაზრდების მეწარმეობის პროგრამა

ახალგაზრდების მეწარმეობის პროგამა აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის. 10 საშუალო სკოლის მოსწავლე და ერთი მენტორი საქართველოდან მონაწილეობას მიიღებს 10 აზერბაიჯანელ სტდენტთან ერთად აშშ-ში მეწარმეობის შესახებ გამართულ ტრენინგებსა და სემინარებში.

ბენ ფრანკლინის სახელობის საზაფხულო პროგრამა ახალგაზრდებისთვის

ბენჯამინ ფრანკლინის სახელობის ტრანსატლანტიკურ სტიპენდიანტების საზაფხულო ინსტიტუტი საშუალებას აძლევს 16-დან 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს გაემგზავრონ ა.შ.შ.–ში ოთხკვირიან გაცვლით პროგრამით.