EPAG სასწავლო ვიზიტების პროგრამა - ნაკადი II
ა.შ.შ. მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციის სასწავლო ვიზიტების პროგრამის მეორე ნაკადში თბილისის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.
მოსწავლეებს უმპასპინძლეს სახალხო დამცველის ოფისში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, საზოგადოებრივ მაუწყებელში, ჰელფინგ ჰენდსა და საქართველოს პარლამენტში.
სასწავლო ვიზიტების პროგრამის შემაჯამებელი შეხვედრა საერთაშორისო განათლების ამერიკულ საბჭოებში გაიმართა, სადაც პროგრამის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ
EPAG-ის სასწვლო ვიზიტების მიზანია დემოკრატიის და ადამიანის უფლებების სფეროში მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება, სახელმწიფოს ფუნქციონიერების უკეთ აღქმა, რაც მათ დაეხმარებათ აქტიურ მოქალაქედ ჩამოყალიბებასა და მნიშვნელოვანი კარიერული გადაწყვეტილებების მიღებაში.
პროგრამის განმავლობაში, მოსწავლეებმა შეერთებული შტატების მიერ დაფინანსაებულ სხვადასხვა გაცვლითი პროგრამის შესახებაც დეტალური ინფორმაცია მიიღეს.