EPAG სასწავლო ვიზიტების პროგრამა დაიწყო
EPAG სასწავლო ვიზიტების პროგრამა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ვიზიტით დაიწყო.
პროგრამისთვის შერჩეული, სხვადასხვა სკოლის, 15 მოსწავლისგან შემდგარი ჯგუფი, ორი კვირის განმავლობაში ეწვევა დაწესებულებებს, რომლებსაც განსაკუთრებული როლი აქვთ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. ესენია: საქართველოს პარლამენტი, საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საზოგადოებრივი მაუწყებელი, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.
ვიზიტებისას პროგრამის მონაწილეები ადგილზე გაეცნობიან თითოეული დაწესებულების საქმიანობას.