EPAG სასწავლო ვიზიტების პროგრამა
ცხადდება განაცხადების მიღება აშშ მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციის (EPAG) სასწავლო ვიზიტების
პროგრამაზე.
– პროექტი მოიაზრებს სკოლის IX-X-XI კლასის მოსწავლეების სახელმწიფო ინსტიტუტებში, ასევე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებში საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრებს.
– ვიზიტები გაიმართება დემოკრატიის, სამართლის უზენაესობის და ადამიანის უფლებების სფეროში მომუშავე, თბილისში მდებარე ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებში.
– პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები შეხვდებიან ამ სფეროში მომუშავე
პროფესიონალებს, გაეცნობიან მათ საქმიანობას და შეძლებენ კითხვების დასმას მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე.
– EPAG-ის სასწვლო ვიზიტების მიზანია დემოკრატიის და ადამიანის უფლებების
სფეროში მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება, სახელმწიფოს ფუნქციონიერების უკეთ აღქმა, რაც მათ დაეხმარებათ აქტიურ მოქალაქედ ჩამოყალიბებასა და აგრეთვე, მნიშვნელოვანი კარიერული გადაწყვეტილებების მიღებაში.
– პროექტის ფარგლებში შეირჩევა 10 მოსწავლე. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ IX-X-XI კლასის მოსწავლეებს, თბილისის მასშტაბით.
-დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა 14 ოქტომბრის ჩათვლით: https://forms.gle/nhaYXutf7zNPfPP59