აშშ-ის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციამ დაფუძნების 5 წლისთავი აღნიშნა
2019 წლის, 7 ოქტომბერს, სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში“, აშშ-ის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციამ დაფუძნების 5 წლისთავი აღნიშნა. საზეიმო ღონისძიება აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა გახსნა.
ღონისძიების მთავარ მიზანს წარმოადგენდა ასოციაციის წევრების შეკრება,
პროფესიული კავშირების გაღრმავება და წევრებისთვის ასოციაციის აქტივობების შესახებ ინფორმაციის გაზიარება. საზეიმო ღონისძიება ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა, რომელიც ასოციაციის ძირითადი პარტნიორია.
ასოციაციის 5 წლისთავს, ასევე ესწრებოდნენ ამერიკის საელჩოს, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები. ორგანიზაციის საბჭოს წევრებმა კი დამსწრეებს წარუდგინეს მუშაობის შედეგები, სამომავლო ხედვები და აქტივობები.