EPAG/ENAM კონფერენცია: Future of Democracy - Where Do We Go Now?
კონფერენციის შესახებ:
ყოველწლიურად, ამერიკული პროგრამების კურსდამთავრებულთა ასოციაციების ევროპული ქსელი, ევროპის მასშტაბით, მის ერთ-ერთ წევრ ასოციაციასთან პარტნიორობით, ატარებს საერთაშორისო კონფერენციებს. 2023 წლის კონფერენციის მასპინძელი საქართველო, კერძოდ, ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციაა.წელს კონფერენციის მიზანია განიხილოს უკრაინის ომის გავლენა დემოკრატიის განვითრებაზე ევროპაში, ფოკუსით საქართველოზე. დისკუსია ასევე შეეხება სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ჩართულობის მნიშვნელობას სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებაში და თანასწორობის საკითხებს.ღონისძიება აშშ-ის საელჩოს (თბილისი, საქართველო) მხარდაჭერითა და დაფინანსებით ტარდება.
ორგანიზატორების შესახებ:
ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაცია (EPAG) აერთიანებს 25-მდე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამების 1500-მდე კურსდამთავრებულს საქართველოში.ამერიკის კურსდამთავრებულთა ასოციაციების ევროპული ქსელი (ENAM) არის რეგიონალური ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენის მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამების კურსდამთავრებულებს/ასოციაცებს, რომლებიც დაფუძნებულები არიან ევროპაში.
დასასწრებად, გთხოვთ შეავსოთ მოცემული კითხვარი: https://forms.gle/B98bbABZooab6Y8J7
Facebook ღონისძიება: https://fb.me/e/gfOzZavpn