EPAG Annual Networking Event
31 ოქტომბერს, აშშ მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციაში დღესასწაული გვქონდა.
კოვიდით განპირობებული წყვეტის შემდეგ, ჩატარდა ასოციაციის წევრთა ყოველწლიური შეკრება – EPAG Annual Gathering Event, რომელსაც ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებული, სხვადასხვა პროგრამის 350 – მდე მონაწილე ესწრებოდა.
ღონისძიების მთავარ მიზანს წარმოადგენდა, წევრების შეკრება და მათთვის ორგანიზაციის ბოლო ორი წლის აქტივობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. გარდა ამისა, დაჯილდოვდნენ მენტორობის პროგრამის სამგზისა და ყველაზე პოპულარული მენტორები. ჯილდოები, ასევე, გადაეცათ წლის ინოვატორისა და წლის სასიკეთო ცვლილებების შემოქმედის ნომინაციებში გამარჯვებულებს.
ღონისძიებაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა ამერიკის ელჩმა საქართველოში, ქალბატონმა კელი დეგნანმა. მან ასევე გადასცა სერტიფიკატები სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებს.
ღონისძიების პარტნიორები, რომლებმაც ჩვენი წევრების საშუალებით, დააწესეს პრიზები გამარჯვებულებისთვის გახლდათ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელწიფო უნივერსიტეტი, მეღვინეობა ვაზიანი, ამერიკული საერთაშორისო სკოლა “პროგრესი”, PMCG, Denta-class, Gazzelle finance, დეკორატიული რუკები კომპანია ქარტინები, ბაიას ღვინო. დიდი მადლობა მათ მხარდაჭერისთვის.