აშშ-ის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციამ დაფუძნების 10 წლისთავი აღნიშნა
2024 წლის, 19 ნოემბერს, აშშ-ის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციამ დაფუძნების 10 წლისთავი აღნიშნა. საზეიმო ღონისძიება აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ ლ. დანიგანმა გახსნა.
ღონისძიების მთავარ მიზანს წარმოადგენდა ასოციაციის წევრების შეკრება, პროფესიული კავშირების გაღრმავება და წევრებისთვის ასოციაციის აქტივობების შესახებ ინფორმაციის გაზიარება. საზეიმო ღონისძიება ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა, რომელიც ასოციაციის ძირითადი პარტნიორია.
ასოციაციის 10 წლისთავს, ასევე ესწრებოდნენ ამერიკის საელჩოს, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი და USAID-ის წარმომადგენლები. ორგანიზაციის საბჭოს წევრებმა კი დამსწრეებს წარუდგინეს მუშაობის შედეგები, სამომავლო ხედვები და აქტივობები.