Alumni Highlights - ნინო საყვარელიძე
Alumni Highlight-ის პროექტის ფარგლებში გიზიარებთ ნინო საყვარელიძის FLEX 2010 და UGRAD 2013 კურსდამთავრებულის წარმატების ისტორიას:
ნინო საყვარელიძემ თავის გუნდის წევრებთან ერთად (მარიამ გეგუჩაძე და ანა ჯიქია) წარმატებით იასპარეზა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმიტირებული შეჯიბრის რაუნდებზე (CEEMC 2021).
მონაწილეობის შედეგად საქართველოს გუნდმა, CEEMCის 26 წლიანი ისტორიის ფარგლებში, პირველად დაიკავა პირველი ადგილი და გახდა შეჯიბრის გამარჯვებული.
გარდა ამისა ნინო აღიარებული იქნა როგორც აღნიშნული შეჯიბრის საუკეთესო სპიკერი. გამარჯვებული გუნდი აკადემიური ვიზიტის ფარგლებში გაემგზავრება კემბრიჯის უნივერსიტეტში, ხოლო რაც შეეხება ნინოს, ის დამატებით გაივლის მოკლევადიან სტაჟირებას ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოში, ლუქსემბურგში.
აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა იყო გამარჯვებული გუნდის წევრების ინიციატივა და წარმოადგენს საქართველოს ორი უნივერსიტეტის კოლაბორაციის წარმატებულ მაგალითს, რამეთუ გუნდის წევრები არიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები.