Alumni Highlights - ხატია ზუხუბაია
Alumni Highlight პროექტის ფარგლებში, გიზიარებთ ხატია ზუხუბაიას, UGRAD 2017-2018 კურსდამთავრებულის გამოცდილებას:
“ნაზარეთის კოლეჯში გაცვლითი პროგრამით ყოფნისას ვისწავლე ზოგადი და სამართლებრივი საგნები, ჩართული ვიყავი მოხალისეობრივ საქმიანობაში, ვიმოგზაურე სხვადასხვა შტატში და გავიცანი უამრავი საოცარი ადამიანი.
გარდა სხვა საგნებისა, გაცვლითი პროგრამით ყოფნისას ვსწავლობდი ისეთ სამართლებრივ საგნებს როგორიცაა Junior-Senior Seminar, რომელიც ძირითადად მოიცავდა სამართლებრივი ნაშრომის წერას პროფესორის მითითებების გათვალისწინებით, ასევე სამართლებრივ წერასა და არგუმენტაციას (Legal Writing and Reasoning).
მოცემულ საგანს მასწავლიდა ნიუ იორკის შტატში პრაქტიკოსი იურისტი – ძალიან გამოცდილი ადვოკატი, რომელიც გვიზიარებდა სამართალში თავის პრაქტიკულ გამოცდილებასაც.
აშშ-ში გატარებული დრო დამეხმარა უამრავი რამის უკეთ გააზრებაში და ჩემი ინტერესების შესაბამისად მომცდა უამრავი შესაძლებლობა სამართალში.
აშშ-დან დაბრუნებისთანავე შევუერთდი PwC Georgia Legal-ს, თავდაპირველად, სტაჟიორად, ხოლო შემდგომში დავწინაურდი Associate-ის პოზიციაზე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მოცემულმა სამუშაო გამოცდილებამ, PwC Georgia Legal-ის პროფესიონალურად და პიროვნულად გამორჩეულ გუნდთან ერთად, მიმაღებინა სამართლის სფეროში საჭირო უნარები და გამოცდილება.
დღევანდელი გადმოსახედიდან, აშკარად ვხედავ განვითარებასა და ცვლილებებს ამ რამდენიმე წლის განმავლობაში PwC-ში მუშაობითა და აშშ-ში მიღებული ცოდნის გამოყენებით.
ყოველთვის მადლიერი ვიქნები UGRAD-ისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ამ შესანიშნავი შესაძლებლობის მოცემისთვის.”