EPAG დასაქმების ფორუმი 2022
ა.შ.შ. მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციის ორგანიზებით და ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით, 15 დეკემბერს დასაქმების ფორუმი გაიმართა.
ეს გახლდათ ასოციაციის მიერ განხორციელებული მეოთხე დასაქამების ფორუმი, რომელშიც 30-მდე ორგანიზაცია/კომპანია იყო წარმოდგენილი სხვადასხვა პოზიციებზე არსებული ვაკანსიებითა თუ სხვა სახის შესაძლებლობებით, როგორიცაა სტაჟირებები, კვლევითი საქმიანობა და სხვა. შემოთავაზებული ვაკანსიების მრავალფეროვნება ღონისძიებას ხდიდა მიმზიდველს სხვადასხვა პროფესიული გამოცდილებისა და ინტერესის მქონე პირებისთვის.