ახლადარჩეული საბჭოს პირველი შეხვედრა და თავმჯდომარეობის კანდიდატის არჩევა
მიმდინარე წლის 28 დეკემბერს გაიმართა ა.შ.შ. მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციის, ახლადარჩეული, 2023 წლის მმართველი საბჭოს შეხვედრა.
შეხვედრაზე ასოციციის მოქმედმა თავმჯდომარემ, მარიამ თურმანიძემ ახალ საბჭოს გააცნო, გასულ წელს, ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტები, ასევე, მომავალი წლისთვის უკვე დაგეგმილი აქტივობები.
შეხვედრაზე, 2023 წლის მმართველმა საბჭომ აირჩია ახალი თავმჯდომარე – ლუკა ბლუაშვილი, რომელიც ასოციაციას მომავალი ერთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. შეხვდრას ასევე ესწრებოდნენ ახლადარჩეული მრჩეველთა საბჭოსა და მოქმედი მმართველის საბჭოს წევრები.
ვულოცავთ ლუკა ბლუაშვილს ასოციაციის თავმჯდომარედ არჩევას და ვუსუსრვებთ წარმატებებს მას და 2023 წლის მმართველ საბჭოს.