შეხვედრა ამერიკული კუთხის მოხალისეებთან
ამერიკის საელჩოს ორგანიზებით, აშშ მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციის წევრები შეხვდნენ ამერიკული კუთხის მოხალისეებს.
ასოციაციის წევრებმა, სხვადასხვა ამერიკული პროგრამის კურსდამთავრებულებმა საკუთარი საქმიანობის სფეროში მიღებული გამოცდილება გაუზიარეს მოხალისეებს და განიხილეს ამერიკულ კუთხეებთან სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.