მენტორობის პროგრამის - დახურვის ცერემონია
5 ივლისს, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში გაიმართა იპაგის მენტორობის პროგრამის მე-2 ნაკადის დასრულების ცერემონია.
ღონისძიებაზე შევაჯამეთ მენტორობის პროგრამის კონკრეტული ნაკადის შედეგები, განვიხილეთ მონაწილე სტუდენტებისა და მენტორებისგან მიღებული უკუკავშირები და ვისაუბრეთ მიღებულ, მნიშვნელოვან გამოცდილებაზე. შეხვედრას ესწრებოდნენ, როგორც პროგრამის მონაწილე სტუდენტები და მენტორები, ასევე პროგრამის პარტნიორი უნივერსიტეტების, საქართველოს უნივერსიტეტის, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გრიგოლ რობაქიძის სახელიბის უნივერსიტეტისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
იპაგის მენტორობის პროგრამის მე-2 ნაკადში ჩართული იყო 113 მონაწილე, აქედან 54, იპაგის წევრი, მოხალისე მენტორი და 59 სტუდენტი.
ასოციაციის სახელით, მადლობას ვუხდით ჩვენ წევრებს, რომლებიც პროგრამაში მენტორებად ჩაერთვნენ.