Hidden Treasure - Akhaltsikhe
გასულ კვირას, აშშ მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციის წევრები, პროექტ Hidden Treasure – ის ფარგლებში, ახალციხეს ეწვივნენ. ასოციაციის წევრები, ახალციხესა და ბორჯომში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდნენ და განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ევროკავშირისა და ნატოს წევრობის პერსპექტივა, დეზინფორმაცია, სამოქალაქო ატივიზმი და მოქალაქის ჩართულობის მექანიზმები სახელმწიფოს მმართველობაში. ახალციხეში შეხვედრას მასპინძლობდა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი.