სტრატეგიული დაგეგმარების შეხვედრა
ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციის ახლადარჩეულმა საბჭომ სტრატეგიული დაგეგმარების შეხვედრა გამართა. საბჭოს წევრებმა იმსჯელეს ორგანიზაციის 2022 წლის მიზნებისა და მათი მიღწევის საშუალებების შესახებ, რომლის შედეგადაც შემუშავდა ასოციაციის 1 წლიანი სამოქმედო გეგმა. იპაგის, მიმდინარე წლის, ძირითად ორ მიზანს წარმოადგენს ორგანიზაციული განვითარება და ასოციაციის მანდატის გაძლიერება.