ENAM კონფერენცია ბუდაპეშტში
მიმდინარე წლის 7-8 ოქტომბერს, გაიმართა ამერიკის კურსდამთავრებულთა ასოციაციების ევროპული ქსელის (ENAM) გენერალური ასამბლეა და ფულბრაიტის პროგრამის 75 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონფერენცია ბუდაპეშტში, უნგრეთში. ღონისძიების მასპინძელი უნგრეთის ფულბრაიტის ასოციაცია გახლდათ.
ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაცია კონფერენციაზე, თავმჯდომარემ, მარიამ თურმანიძემ წარმოადგინა. მისი ვიზიტი უნგრეთში ამერიკის საელჩოს მიერ დაფინანსდა. კონფერენციაში ასევე მონაწილეობდა სხვადასხვა ქვეყნის კურსდამთავრებულთა ასოციაციის ოცამდე წევრი. ეს ქვეყნებია, გერმანია, ირლანდია, უნგრეთი, იტალია, აზერბაიჯანი და სხვა.
ღონისძიების მიზანი, ENAM-ის წევრებს შორის კავშირების გამყარება, თანამშრომლობის გააქტიურება და ქსელის სამომავლო განვითარების გეგმის შემუშავება იყო.
მოგახსენებთ, რომ ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაცია, ამერიკის კურსდამთავრებულთა ასოციაციების ევროპული ქსელის წევრია. ქსელის წევრობის ფარგლებში, წელიწადში ერთხელ, იმართება გენერალური ასამბლეა, რომლის მასპინძელიც სხვადასხვა წელს, ქსელის წევრი სხვადასხვა ასოციაციაა. 2017 წელს, ENAM-ის გენერალური ასამბლეა თბილისში, ჩვენი ასოციაციის მასპინძლობით ჩატარდა.