"კარიერული განვითარება" - მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასელებისათვის პროექტი
ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციის (EPAG-US Government Exchange Program Alumni Association of Georgia) ინიციატივის ფარგლებში, შაბათს, 19 ივნისს, გაიმართა ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა – “კარიერული განვითარება” მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასელებისათვის.
საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა არასამთავრობო ორგანიზაცია „საორსასთან” თანამშრომლობით. შეხვედრას ესწრებოდნენ მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
პროექტის მიზანი იყო დახმარებოდა სკოლის მოსწავლეებს, საკუთარი პიროვნული მახასიათებლების, მიდრეკილებების, ინტერესების, შესაძლებლობების, ღირებულებების, შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და განვითარების პერსპექტივების გათვლისწინებით პროფესიის არჩევაში.