Alumni Highlights - ანა აბესაძე
Alumni Highlight-ის ფარგლებში გიზიარებთ ანა აბესაძის FLEX 2010 წლის კურსდამთავრებულის ისტორიას:
ანამ ახლახანს დაასრულა კონტრაქტი ამერიკის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის ფონდთან, რომელშიც ბოლო 4 წლის განმავლობაში საგანმანათლებლო პროგრამის კოორდინატორად მუშაობდა. ამასთან ერთად, შესაძლებლობა ჰქონდა გამხდარიყო მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური, ყოველწლიური საგანმანათლებლო კონფერენციის (NSPA) მიწვეული სპიკერი.
FLEX-ის პროგრამის დასრულებისა და საქართველოში დაბრუნების შემდეგ, სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მოიპოვა პრეზიდენტის სტიპენდია. იმავდროულად მუშაობდა სხვადასხვა პროექტებზე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოში, თურქეთსა და ბულგარეთში.
ამ პერიოდში გაწეული სამუშოსთვის მან მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტის მადლობის წერილი სამუშაო პროფესიონალიზმისა და მშვიდობის კორპუსის ნომინაცია „მასპინძელი ქვეყნის გმირი “.
2015 წელს ანა სამაგისტრო პროგრამაზე მიიღეს რაისის უნივერსიტეტში, რომელიც შეერთებული შტატების საუკეთესო უნივერსიტეტების ოცეულში შედის. თუმცა, ევროკომისიის დაფინანსებული პროგრამის სრული სტიპენდიის მოპოვების შემდეგ, სწავლის გაგრძელება ესტონეთში გადაწყვიტა და წარჩინებით დაასრულა ტალინის უნივერსიტეტი.
სწავლის პერიოდში მოიპოვა დამატებით ტალინის უნივერსიტეტის სტიპენდია აკადემიური მიღწევებისათვის და გახდა საერთაშორისო ურთიერთობების საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი.
ქვეყნისგან სიშორის მიუხედავად, ანა ყოველთვის ცდილობდა საკუთარი ქალაქისთვის ყოფილიყო პოზიტიური ცვლილების აგენტი. ვირტუალურად უწევდა კონსულტაციებს ახალგაზრდებს და უზიარებდა საკუთარ გამოცდილებას. მან შეძლო დონორების მოძიება, რათა საკუთარი სკოლის 2 მოსწავლისათვის დაეფინანსებინათ 1 წლიანი სტიპენდია.
ის ბრუნდება საქართველოში და იმედოვნებს, რომ საკუთარი ქალაქისთვის და ქვეყნისთვის მეტი ცვლილების მოხდენის შესაძლებლობა ექნება