Alumni Highlights - ლია ფუტკარაძე
Alumni Highlight-ის ფარგლებში გიზიარებთ ლია ფუტკარაძის, UGRAD 2009-2010 წლის კურსდამთავრებულის ისტორიას:
2018 წელს ლიამ დააფუძნა ორგანიზაცია „საორსა“, რომელიც ადამიანების პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით მუშაობს აქტიურად აჭარის რეგიონში.
„საორსა“ ღირებულებებზე დაფუძნებული ადგილობრივი ორგანიზაცია, რომელმაც უკვე დონორების და პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით სხვადასხვა სოციალურ-საგანამანათლებლო პროგრამები და ინდივიდუალურ საჭიროებებზე დაფუძნებული ტრეინინგები განახორციელა მოსწავლეების, სტუდენტების და ქალების გაძლიერებისთვის.
ლია ფუტკარაძე თავისი ცხოვრების მისიას რამდენიმე მიმართულებას უკავშირებს: სიღარიბის და ძალადობისგან თავისუფალი გარემოს შექმნა; კვალიფიციური შრომითი ძალის შექმნა; გენდერული თანასწორობა; ხარისხიანი განათლება, ღირსეული შრომის და ღირსეული დასაქმების პოლიტიკების შექმნა; გლობალური მოქალაქეობა.
საქართველოში ლიას სახელთან დაკავშირებულია რამოდენიმე ორგანიზაცია: საორსას კურსდამთავრებულთა ასოციაცია, საორსას რეგიონული ასოციაცია, საორსა კონსალთინგი, საორსას შუახევის და წალენჯიხის ფილიალები, ბათუმის ქალთა კლუბი, ახალგაზრდები დასაქმებისთვის.
ალბათ, არ ვიქნებით მიკერძოებული თუ ვიტყვით, რომ ლია ფუტკარაძემ შექმნა პირველი პრეცენდენტი, როდესაც „საორსა“ თავის საერთაშორისო გუნდთან ერთად დააფუძნა ევროპაში, პოლონეთში.
ლია ფუტკარაძე წარდგენილია გლობალური ლიდერების პროგრამაზე.