ასოციაციის წევრებმა ახალი, 2021 წლის საბჭო და თავმჯდომარე აირჩიეს
ასოციაციის საბჭოს არჩევნები დასრულდა და ასოციაციის წევრებმა აირჩიეს ასოციაციის ახალი, მე-7 საბჭოს წევრები. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ საბჭოს ახალი შემადგენლობის სია.
FLEX (4 ადგილი საბჭოში):
1) სოფიკო ბერიაშვილი;
2) მარი კიკვაძე;
3) კესო მარგველაშვილი;
4) რიმა ბერიძე
Muskie სამაგისტრო პროგრამა (4 ადგილი საბჭოში):
5) თამარ ჯანაშია;
6) ნატალია მუმლაური;
7) ნინა ბერაძე;
8) მიხეილ კეჭაყმაძე;
UGRAD (1 ადგილი საბჭოში):
9) თამარ დეკანოსიძე
Other Programs (5 ადგილი საბჭოში):
10) ქეთევან ვაშაკიძე;
11) მარიამ თურმანიძე;
12) მირანდა მერკვილაძე;
13) ნიკოლოზ ხატიაშვილი;
14) მირანდა ტყაბლაძე
Advisory Board:
15) საბჭოს მე-15 წევრია ასოციაციის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე- ლევან ნანობაშვილი
4 დეკემბერს, ასოციაციის ახლადარჩეული საბჭოს პირველი ონლაინ შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას ტრადიციულად, მრჩეველთა საბჭოსა და 2020 წლის საბჭოს წევრებიც ესწრებოდნენ. შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა უფლებამოსილების ახალი საბჭოსთვის გადაცემა, მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაციის გაზიარება და ასოციაციის თავმჯდომარის არჩევა.
ეპაგის 2021 წლის საბჭომ, ერთი წლის ვადით, ფარული კენჭისყრით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, თავმჯდომარედ მარიამ თურმანიძე აირჩია.ახალ საბჭოსა და თავმჯდომარეს წარმატებულ და ნაყოფიერ წელს ვუსურვებთ!