EPAG უერთდება ეპილეფსიის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაცია – EPAG შუერთდა ეპილეფსიის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს, 2021 წლის 26 მარტს.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, ასოციაციის ორგანიზებით, გაიმარა on-line საუბარი თემაზე – ეპილეფსიის მქონე პირთა მხარდაჭერა.
შეხვედრაზე ეპილეფიის მიმართულებით მომუშავე ექიმები და შშმ პირთა საჭიროებების მცოდნე ექსპერტები ისაუბრეს ეპილეფსიით გამოწვეულ ბარიერებზე და მათი დაძლევის გზებზე.
მონაწილეები:
– სოფიო კასრაძე, ეპილეფტოლოგი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
– ნინო გზირიშვილი, ნევროლოგი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასისტენტ- პროფესორი;
– ოლღა კალინა, შშმ ქალთა ორგანიზაციის – „პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისათვის“ (PNO) ერთ-ერთი დამფუძნებელი, ევროპული ფსიქიატრიის სერვის მომხმარებელთა და გადარჩენილთა ქსელის (ENUSP) თავმჯდომარე.
– ეკატერინე სხილაძე, სახალხო დამცველის მოადგილე
– ქეთი ვაშაკიძე, წამყვანი, ფასილიტატორი, EPAG-ის მმართველი საბჭოს წევრი, სამართალმცოდნე.