EPAG მენტორობის პროგრამა
საქართველოში მოქმედი უნივერისტეტებისა და სტუდენტების ხელშესაწყობად, ასოციაცია იწყებს ახალ პროექტს “მენტორობის პროგრამა” (Mentorship Program).
პროგრამა ითვალისწინებს ასოციაციის წევრის, „მენტორის“, მიერ, მისივე სპეციალობის ერთი ან რამდენიმე სტუდენტისთვის, კონკრეტული სფეროს შესახებ ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას, რჩევების მიცემასა და კონსულტაციას გაწევას, რაც დაეხმარება სტუდენტს მიიღოს პრაქტიკული ინფორმაცია სფეროში უკვე დამკვიდრებული სპეციალისტისგან და უკეთ მოემზადოს მომავალი პროფესიული საქმიანობისთვის.
საქართველოში მსგავსი პროგრამები არ არის განვითარებული. ამიტომ, EPAG-ის საბჭომ გადაწყვიტა საფუძველი ჩაუყაროს მენტორობის პროექტს და ხელი შეუწყოს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, მენტორობის კულტურის ჩამოყალიბებას.
პროგრამა 2021 წელს „საპილოტე“ რეჟიმში დაიწყო მხოლოდ ერთ, „საქართველოს უნივერსიტეტთან“ თანამშროლობით.
გასული წლების განმავლობაში პროგრამაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ცხრა, მათ შორის სამმა რეგიონალურმა უნივერსიტეტმა, 150 ზე მეტმა სხვადასხვა მენტორმა და 300 ზე მეტმა სტუდენტმა.
2026 წელს EPAG-ი ახორციელებს პროგრამის უკვე მე-8 ნაკადს.