Intellectual Property Training
აშშ მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაცია (EPAG), საქართველოში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს ინტელექტუალური საკუთრების ტრენინგი.
ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ტრენინგების სერია მიზნად ისახავს ინტელექტუალური საკუთრებს სამართლის პრობლემების განხილვას სამართლის სტუდენტებთან და ამ სფეროში მომუშავე იურისტებთან.
ტრენინგზე განსახილველ საკითხებს შორისაა საავტორო უფლებების ხელშეკრულებების მომზადება, სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია, ვებსაიტების საავტორო უფლებების დაცვასთან დაკავშირებული თემები და სფეროში არსებული სხვა გამოწვევები.