კონფერენცია „ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და სამოქალაქო ჩართულობის მნიშვნელობა საქართველოში.“
პროექტ „დემოკრატიის საყრდენის“ ფარგლებში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა უმასპინძლა კონფერენციას „ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და სამოქალაქო ჩართულობის მნიშვნელობა საქართველოში.“
მისასალმებელ სიტყვაში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორმა მამუკა თავხელიძემ, აშშ-ის საელჩოს სახელმწიფო ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო (INL-ის) ბიუროს დირექტორმა სარა რუპერტმა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ჭეხანმა.
კონფერენციის I პანელის ფარგლებში, საქართველოში ნაფიც მსაჯულთა სისტემის მიღწევებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს INL-ის უფროსმა მრჩეველმა მართლმსაჯულების საკითხებში პატრიცია ვილდერმუტმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძემ, ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა და პროკურორმა მარიკა გოგოხიამ.
მრგვალი მაგიდის ფორმატში, მონაწილეობით დემოკრატიაში სამოქალაქო ჩართულობის მნიშვნელობა მიმოიხილეს მოწვეულმა ექსპერტებმა ბრაიან ბრენდტმა, მელისა ბიარდმა და EPAG-ის წევრებმა ლანა ჩხარტიშვილმა და დავით შერვაშიძემ. კონფერენციას მოდერირება გაუწია „დემოკრატიის საყრდენის“ კოორდინატორმა ნანუკა ყრუაშვილმა.
პროექტის გუნდი მადლობას უხდის მოწვეულ სპიკერებსა და სტუმრებს თანამშრომლობისთვის, ხოლო გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს მასპინძლობისთვის.
პროგრამა დაფინანსებულია თბილისში აშშ-ის საელჩოს მიერ. დაფიქსირებული მოსაზრებები ეკუთვნით პროგრამის ორგანიზატორებს და არა აშშ-ის საელჩოს.