პროექტი „დემოკრატიის საყრდენი“ – შეხვედრა IV
პროექტ „დემოკრატიის საყრდენის“ ფარგლებში ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა!
შეჯიბრის მონაწილეებს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ თსუ-ის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ირინე ქურდაძე, EPAG-ის თავმჯდომარე ლუკა ბლუაშვილი და აშშ-ის საელჩოს სახელმწიფო ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს დირექტორი სარა რუპერტი.
პროცესის მონაწილეები აშშ-ის საელჩოს საჯარო დიპლომატიის ოფიცერმა ქრისტინ იარნგმა სერტიფიკატებითა და სიმბოლური პრიზებით დააჯილდოვა. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „მართლმსაჯულების სახლის“ რჩეული სტუდენტები პროფესიულ უნარებს სტაჟირებების ფარგლებში განივითარებენ.
სექტემბერში პროექტის მონაწილეები მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას ამერიკული სივრცეების კლუბების წევრებს გაუზიარებენ.